სასწაულმოქმედი მირონმდინარე ხატი საქართველოში 23 მაისამდე დარჩება

ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი, მირონმდინარე ხატი მახათას მთაზე დღეს, 17:00 საათამდე დარჩება. ამის შესახებ “კვირას“ საპატრიარქოდან აცნობეს. დღის ბოლოს ხატს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში გადააბრძანებენ.
მირონმდინარე ხატი საქართველოს 23 მაისს დატოვებს. მანამდე კი მოსალოცად იგი სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში დაბრძანდება. ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი, მირონმდინარე ხატი საქართველოში ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხელმძღვანელობითა და პატრიარქის კურთხევით ჩამოაბრძანეს. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მახათას მთაზე დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვაზე დააბრძანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები