ზურა ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, სარჩელი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საქმეს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.
ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
“მურუსიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს, თითქოს მე ვაგინე და ვეჭიდავე პოლიციელებს – და დამაკისრა 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი. პროკურატურაში შეტანილი მაქვს საჩივარი იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც მისცეს ცრუ ჩვენებები. ჯერჯერობით დუმილია. არ გადავიხდი“,- ამბობს ჯაფარიძე.
საქმე ეხება 3 მაისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პარტიის 3 ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მუხლებით დააკავეს. მეგრელიშვილსა და ხვიჩიას სასამართლომ 10-10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ჯაფარიძეს კი 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები