მექსიკაში პოლიტიკოსი მოკლეს
მექსიკაში, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა, ერთ-ერთი ქალაქის მერი მოკლეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეს უკვე მეორე პოლიტიკური მკვლელობაა, რაც მექსიკაში წინასაარჩევნოდ მოხდა.
მექსიკაში არჩევნები 1-ელ ივლისაა ჩანიშნული. ბოლო წლების მანძილზე, ქვეყანაში, არჩევნების წინ 113 პოლიტიკოსი მოკლეს.
შეგახსენებთ, რომ მექსიკაში ბოლო წლებში თავდასხმებისა და შეკვეთილი მკვლელობის რიცხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამ მიზეზით, მთავრობაში მემარცხენე პოლიტიკური ძალის ლიდერი, მანუელ ლოპ ბრადორი მოვიდა, თუმცა ქვეყანაში კრიმინალის დონის მაჩვენებელი კვლავ უცვლელია.