ბაშარ ალ-ასადმა სირიაში არსებული დამოუკიდებელი ანკლავების დაბრუნების ფიცი დადო

დე-ესკალაციის ზონაში სირიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული მოქმედებების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატები ადეკვატურ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა.

უკვე შვიდი წელია, რაც სირიის სამხრეთ ნაწილი, რომელიც იორდანიასა და ისრაელის ტერიტორიას ესაზღვრება, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. ბოლო კვირებში, ბაშარ ალ-ასადის არმიამ, ხსენებულ ტერიტორიებზე სამხედრო მოქმედებები, რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით დაიწყო. მან ცოტა ხნის წინ განცხადებაც გაავრცელა სამხედრო მოქმედებების შესახებ და თითოეული სანტიმეტრის დაბრუნების შესახებ პირობა დადო.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბაშარ ალ-ასადის არმიის გააქტიურება, არსებული სამხედრო კონფლიქტის მასშტაბების გაფართოებას გამოიწვევს, რაზეც აშშ ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები