თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს
დღეს, თურქმა სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 18 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ანტი-ტერორისტულმა დანაყოფმა იზმირის პროვინციაში 10 პირი აიყვანა, ხოლო კიდევ 8 მებრძოლის დაკავება სტამბოლში განხორციელდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ორგანიზაციას ფინანსურად ეხმარებოდნენ და კონფლიქტურ ზონაში არაერთხელ იმოგზაურეს. მათ ასევე გაიარეს სპეც მომზადება შაჰიდის ე.წ. ქამრით აფეთქებების მოწყობაში. პოლიცია ტერორისტული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრის ძებნას, ქვეყნის მთელი მასშტაბით, კვლავ აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბოლო წლებში არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმის ჩათვლით, რა დროსაც 39 ადამიანი დაიღუპა.