პრემიერ-მინისტრი მახათას მთაზე წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში მივიდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში პირველი წირვა აღევლინა.
ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი დააბრძანეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხადა.
მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში ასევე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები