უწმინდესმა ეკლესიის უმაღლესი ჯილდო 3 პირს გადასცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით რამდენიმე პირი დააჯილდოვა. წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდნენ – ქართული ნევროლოგიური სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რომან შაქარაშვილი; საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის – ჯონი ხეცურიანი, მეღვინეობა-მევენახეობის სამეცნიერო დარგში შეტანილი დიდი წვლილისთვის – ნოდარ ჩხარტიშვილი.
დაჯილდოების თაობაზე პატრიარქმა მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში პირველი წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები