ბანგლადეშში გადაუღებელმა წვიმებმა 12 ადამიანი იმსხვერპლა
ბანგლადეშში, მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, 12 ადამიანი იმსხვერპლა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, მთავრობამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე დაიწყო.
მეწყერი მიანმართან მოსაზღვრე პროვინციაში ჩამოწვა, სადაც ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები მიატოვა და ქვეყნის მთავრობას თავშესაფარში გადაყვანა სთხოვეს.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერის, მუჰამედ შახ ქამალის განცხადებით, ბანგლადეშის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დროულად მოხერხდეს სტიქიის ზონიდან 100 ათასი ადამიანის გამოყვანა.