ლომთაძეების მარანი: რთველის პერიოდში ტურისტების დაინტერესება ძალიან დიდია

რთველის პერიოდში, მარნებში ტურისტული ნაკადების რაოდენობა იზრდება. კახეთში მდებარე ლომთაძეების მარნის მეპატრონის, თორნიკე ლომთაძის თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯავშნები.

„რთველის პერიოდი უკვე აქტიურ ფაზაშია და ჩვენც აქტიურად ვიწყებთ ჯავშნების მიღებას სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურისტების დაინტერესება ძალიან დიდია, კონკრეტულად ჩვენს მარანში სურთ გაეცნონ კრეფის, დაწურვის ტრადიციას. ჩვენს მარანში ჯავშნებს დაახლოებით თვე ნახევრის განმავლობაში ყოველდღე ვიღებთ. დღეში 2-3 ჯგუფი გვყავს და აქტიურ ფაზაშია უკვე შესული ტურისტული სეზონი“,- აცხადებს თორნიკე ლომთაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები