ავღანეთში „თალიბანის“ მებრძლები ქვეყნის ორ გუბერნატორს თავს დაესხნენ, გარდაცვლილია ერთი მათგანი
ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ მებრძოლებმა, ავღანეთის ჩრდილოეთში, ფარიაბის პროვინციის გუბერნატორი მოკლეს, რითაც ავღანეთის მთავრობასთან დადებული ზავი, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დაირღვა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ფარიაბის პროვინციის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა, ჯავედ ბედარმა ადგილობრივ მედია-საშუალებებს განუცხადა, რომ პროვინციაში მოკლულია 8 სამართალდამცველი და მხარის გუბერნატორი. მან იქვე დაამატა, რომ ამ დროისთვის, ფარიაბის პროვინცია „თალიბანის“ სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. მან ცენტრალური მთავრობისგან სასწრაფო რეაგარება მოითხოვა მომხდართან დაკავშირებით და ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ზავისა, პროვინციას აქვს თავის დაცვის უფლება.
ზავის დადებიდან მეორე დღესვე, თავდასხმა მოხდა ქვეყნის სამხრეთით მდებარე პროვინცია ღაზნის გუბერნატორ მუჰამედ არიფ ნოორიზე. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 26 ადამიანი.
შეტაკებები „თალიბებთან“ ასევე მიმდინარეობს სარ-ე-პულის პროვინციაშიც, სადაც ტერორისტებმა ავღანელი სამართალდამცველების ორი ბლოკ-პოსტი დაიკავეს. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რიცხვი არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, რომ „თალიბანთან“ დროებით ზავს დებდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა განცხადების შემდეგ „თალიბანის“ მებრძოლების აქტივობები არ შეჩერებულა.