„ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში პირველი წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ეს წმინდა ლავრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმაზე, თუ ვინ ვართ და როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ. პატრიარქი მიესალმა მახათას მთაზე შეკრებილი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მრევლს და განსაკუთრებით უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს.
“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმსახურნო, ყველას მოგესალმებით ქრისტეს მიერ სიყვარულით და აღვავლენთ მადლობას უფლის წინაშე ამ დიდი წყალობისათვის. იწყება კვირეული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლის სადიდებელი. ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოგვივლინა ჩვენ წარსულში, დღეს და მომავალში გარდამოავლენს ჩვენს ზედა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. გუშინ ჩვენ ვდღესასწაულობდით წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს, რომელმაც ჩამოიტანა საქართველოში ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ეს წმინდა ტაძარი და ეს წმინდა ლავრა, რომელიც შენდება წმინდა ადგილზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ ჩვენ, რამდენად დიდია მოწყალება ჩვენზედა და რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ღვთის წინაშე და ჩვენი ერის წინაშე“ , – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები