დავით ნარმანია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პირველ წირვას დაესწრო.
„ძალიან დიდებული და მადლიანი დღეა. მთელი თბილისი აქ არის შეკრებილი. მე თვითონაც ამოვედი, რომ ეს დიდი მადლი ჩვენზე გადმოვიდეს. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ყველას – მთელ თბილისსა და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები