N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „გორდელას“ კონცერტი გაიმართა

არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ანსამბლ „გორდელას“ კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ცნობილი და პოპულარული კომპოზიციები შესრულდა. უწყების ინფორმაციით, საკონცერტო ნომრებს შორის შუალედში, ანსამბლის ხელმძღვანელი მსჯავრდებულებს იმ ინსტრუმენტის ისტორიას აცნობდა, რომლის დახმარებითაც ესა თუ ის ნომერი სრულდებოდა. ერთსაათიან პროგრამას მსჯავრდებულებთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დაწესებულების ადმინისტრაცია დაესწრო.
„გორდელას“ კონცერტი არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გასულ წელსაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები