მახათას მთაზე პირველი წირვა აღევლინა

მახათას მთაზე, ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში პირველი წირვა აღევლინა. წირვა 9.00 საათზე დაიწყო და ის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ნასიძემ აღავლინა. წირვა ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად მიმდინარეობდა.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე სასწაულმოქმედი ხატი მახათას მთაზე მდებარე ტაძარში დღეს, დილის 08:00 საათზე მიაბრძანეს და მასთან მიახლოება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ დროისთვის მრევლით სავსეა როგორც ტაძარი, ისე ტაძრის ეზოს ნაწილი, სადაც სპეციალურად მათ განსათავსებლად სამართლამდაცველებმა ტერიტორია ბარიკადებით შემოსაზღვრეს. ტაძარში ამ დროისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ. ტაძარში მივიდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პატრიარქი ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები