საგარეჯოში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ მანავში მოხდა, სადაც ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანები შეეჯახნენ ერთმანეთს.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები