თბილისში, აივნის ჩამონგრევის შედეგად, მამაკაცი დაშავდა

თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად, შუა ხნის მამაკაცი დაშავდა.აივანი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მამაკაცი აივანზე იმყოფებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები