მახათას მთის მიმართულებით დღეს უფასო ავტობუსები იმოძრავებს

პირველ წირვასთან დაკავშირებით, დღეს, მახათას მთის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს. უფასო ავტობუსები 07:00 საათიდან მახათას მიმართულებით „ვარდების რევოლუციის“ მოედნიდან, ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს. მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში დღეს პირველი წირვა აღევლინება.
11:00 საათზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის. მახათაზე დაბრძანებული იქნება ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი, მირონმდინარე ხატი. მოსახლეობას სასწაულმოქმედ ხატთან მიახლების საშუალება მთელი დღის მანძილზე მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები