თამარ ჩუგოშვილი პოლიტიკოს ლიდერ ქალთა გლობალურ სამიტში მონაწილეობს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ვილნიუსში მიმდინარე „პოლიტიკოს ლიდერ ქალთა ყოველწლიურ გლობალურ სამიტში” (WPL) მონაწილეობას იღებს.
ფორუმის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „გენდერული ბიუჯეტირება”.
„ღონისძიებაზე საქართველოს მონაწილეობამ დამსწრეებს შესაძლებლობა მისცა მეტი გაეგოთ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ. გენდერული ბიუჯეტირება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია. ვცდილობთ ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა – კანონმდებლობის გენდერული ანალიზი და ბიუჯეტის გენდერული ანალიზი, ხელი შევუწყოთ თანასწორობას”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა დისკუსიის დასრულების შემდეგ.