„პაატა ბურჭულაძის იდეებს რომ ვუსმენთ, ხანდახან გვიჩნდება განცდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა აკლია და სურვილი აქვს, შეიკრიბონ, ილაპარაკონ და რაღაცებზე იმსჯელონ” – მახაშვილი

„პაატა ბურჭულაძის იდეებს რომ ვუსმენთ, ხანდახან გვიჩნდება განცდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა აკლია და სურვილი აქვს, შეიკრიბონ, ილაპარაკონ და რაღაცებზე იმსჯელონ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

“გამიჭირდება, პაატა ბურჭულაძის ინიციატივები შევაფასო, რადგან თუ ვინმეს სადმე შეყრა და შემოყრა უნდა, აქ არის პარლამენტი და ჰქონდათ რესურსი, აქ ყოფილიყვნენ. შეეძლოთ, რაც მოსახლეობისთვის საჭიროდ მიაჩნდათ, აქ განეხილათ. ეს ადამიანები ცდილობენ, ქვეყნის შიგნით და გარეთ თავი წარმოაჩინონ, რომ ისინი არიან ხმა ოპოზიციური ამომრჩევლის, სხვა მხრივ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პლატფორმა იქნება. რამდენი ცენტრიც არ უნდა იყოს, მათ შანსი არ აქვთ, არჩევნებში სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ხელისუფლებას. ცდილობენ, თავი გამოიჩინონ, რათა თქვან, რომ ოპოზიცია მათ გარშემო უნდა გაერთიანდეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები