ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისას განიცადა.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.