“საქართველო უსაფრთხოების ნაწილში არც ერთ სახელმწიფოს საფრთხეს არ უქმნის” – ლევან მახაშვილი

“პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უცხოეთიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შტაბის უფროსი იყოს, ოღონდ, გარედან”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველო უსაფრთხოების ნაწილში არც ერთ სახელმწიფოს საფრთხეს არ უქმნის.

„არ მგონია, მისთვის ნაციონალისტური სენტიმენტებით თამაში სასარგებლო იყოს, მით უმეტეს, ახლა, როცა ამ საკითხზე ლეგიტიმაციის დიდი პრობლემები აქვს. სხვა მხრივ, უვიზო მიმოსვლას ორი მხარე ჰყავს – ევროპული მხარე და საქართველო. რას აკეთებს ქართული მხარე, ევროკომისიის ანგარიშში ჩაიხედეთ და ნახავთ, რას ვაკეთებთ მიგრაციის ნაწილში, დანაშაულის პრევენციის ნაწილში, საზღვრების კონტროლის და რეადმისიის ნაწილში. ამ საკითხებზე არც ერთი კითხვა არ არის. 1986 წლიდან, როცა უვიზო მიმოსვლა დაარსდა და  ძალაში შევიდა, მთავარი საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოება იყო. საქართველო უსაფრთხოების ნაწილში არც ერთ სახელმწიფოს საფრთხეს არ უქმნის, ყოველ შემთხვევაში, არა იმდენს, რამდენსაც შეიძლება სხვა უქმნიდეს. სამწუხაროდ, ტენდენცია ფიქსირდება, როცა ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საგანი ხდება. თუ ასე მოხდება. თუ ეს ასე მოხდება, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა რაც არის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებამ საფრთხე არ შექმნას, ამას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. არ მგონია, ამ საქმეში პოლონეთს ისეთი სანდო პარტნიორი ჰყავდეს, როგორც საქართველოა. გადახედეთ, ვინ რა დანაშაულს სჩადის პოლონეთში და ნახავთ, რომ ქართველების თემების წამოწევა იყო მხოლოდ არაეფექტიანი შიდა მმართველობის გადაფარვა“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები