თბილისში, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი, ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი, ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მოზარდი რეფერალურ საავადმყოფოში ,,უნიმედ კახეთი” გადაიყვანა.
მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მომხდარზე დანიშნულია ექსპერტიზების ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები