შსს-მ, რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული ლ.ც. და ასევე, 2001 წელს დაბადებული ა.ჩ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა  მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით,  რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიის ქურდობა განიზრახეს. მათ  კარი დააზიანეს და როდესაც მაღაზიაში  შეღწევას ცდილობდნენ, გამვლელმა შეამჩნია და პოლიციას აცნობა. არასრულწლოვნებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

მოქალაქემ, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან.  მან გამოკითხვისას სამართალდამცველებს არასრულწლოვნების გარეგნობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რის შედეგადაც, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლ.ც. და ა.ჩ., მიმდინარე წლის 29 მაისს რუსთავში დააკავეს.

ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ  სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით  ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები