შინაგან საქმეთა სამინისტროში მირზა სუბელიანი მივიდა

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
როგორც მან განაცხადა, უწყებაში დაბარებულია. სუბელიანი შსს-ში ადვოკატის გარეშე შევიდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე პირველ ივნისსაც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები