ელდარ შენგელაიას ,,ხელოვნების ქურუმი” გადაეცა

   27 იანვარს, ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას 81 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ელდარ შენგელაიას ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა. საქართველოს სახალო არტისტი 1957-59 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
1963 წელს მან თავისი სადებიუტო ფილმი „თეთრი ქარავანი,” რომელიც მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს, თამაზ მელიავასთან ერთად გადაიღო. შენგელაიას შემდეგი ნამუშევრები იყო დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების „მიქელას“ და „სამანიშვილის დედინაცვლის“ეკრანიზაცია. რეჟისორს აღიარება დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობამ მოუტანა. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და „შერეკილები“ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები