გიორგი მარგველაშვილმა, მაკა ჩიჩუასთან ერთად, ტოჩინოშინს უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად, პრეზიდენტის სასახლეში ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს – ტოჩინოშინს უმასპინძლა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტმა ტოჩინოშინს მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ლევან გორგაძემ – ტოჩინოშინმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიმდინარე წელს, იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის მინიჭებისათვის.






კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები