მახათას მთის მიმართულებით საგანგებო მარშრუტი იმოქმედებს

13 მაისს, დილის 08:00 საათიდან, მახათას მთის მიმართულებით ავტომანქანებისთვის საგანგებო მარშრუტი დაინიშნება. გადაწყვეტილება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ პირველ წირვაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღო. ავტომანქანები შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ: ვაზისუბნიდან მახათას მთის მიმართულებით და მახათას მთიდან ხუდადოვის ქუჩის მიმართულებით.
ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, სატრანსპორტო საცობების თავიდან აცილების მიზნით, ტროტუარების გასწვრივ ავტომანქანების გაჩერება აიკრძალება. ტაძარში მიმსვლელები ავტომანქანებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე გააჩერებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები