„რუსთავი 2“ – ის ეთერში ნათია მიქიაშვილის გადაცემა „ანატომია“ გავა

 გადაცემა „ანატომია“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის ეთერით ბრუნდება. როგორც „კვირას“ გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა, გადაწყვეტილება ტელეკომპანიის და მისი ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად მიიღეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დანარჩენი დეტალები ზუსტდება და სულ მალე „ანატომია“ „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა. ამასთან, ჟურნალისტი აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც წერს.
„ძალიან მოკლე დროში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეღო ცხოვრებისგან კიდევ ერთი და, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა! “ანატომია” სულ რამდენიმე ხანში გავა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული სამაუწყებლო ტელევიზია მზად არის, საკუთარი საეთერო დრო დაუთმოს გადაცემა “ანატომია”-ს… და მე ეს ძალიან მიხარია… ვნახოთ, რა გამოგვივა… მგონი, რომ ყველაფერი კარგად იქნება… დიდი მადლობა ყველა იმ ტელევიზიას და მათ მენეჯმენტს, რომლებიც წლების განმავლობაში არ ერიდებოდნენ ანატომიის საშუალებით მიეცათ საზოგადოებისთვის სიმართლის გაგების უფლება… დიდი მადლობა მაყურებელს, რომელიც ენდობოდა, უყურებდა და აფასებდა ჩემს გადაცემას.. უთქვენოდ „ანატომია“ ვერ იარსებებდა… დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომელთა კისერზეც გადაირია ყველაზე რთულმა დრომ… მიყვარხართ“, – წერს ნათია მიქიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები