ბექა ქურხულის „ ჩანაწერები (1993 – 2011)“

28 იანვარს, 19 საათზე „მწერალთა სახლში“ ბექა ქურხულის ჩანაწერების კრებულის „ ჩანაწერები (1993 – 2011)“ წარდგინება მოხდება. კრებული გამომცემლობა „საუნჯემ“ გამოსცა. მასში ბექა ქურხულის მიერ სხვადასხვა დროს “ჩაწერილი” ამბებია მოთხრობილი. ბექა ქურხული ლიტერატურულ პერიოდიკაში უკვე კარგა ხანია, რაც იბეჭდება. 2004 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „წერტილი…დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები“. მისი ერთ-ერთი ბოლო რომანი – „ორი მთვარის ამბავი“  გამომცემლობა “სიესტამ” გამოსცა. საღამოზე ბექა ქურხული ახალი წიგნიდან ნაწყვეტებს წაიკითხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები