შუაფხოელი ნანული მჭედლურის დასახმარებელად კონცერტი გაიმართება
28 იანვარს, 19 საათზე თსუ-ს I კორპუსის სააქტო დარბაზში სოფელ შუაფხოში მცხოვრებ ნანული მჭედლურის დასახმარებელად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. უკვე რამდენიმე წელია, ის და მისი ოჯახი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლში ცხოვრობს… შენობა ავარიულია დაშესაბამისად, მასში ცხოვრებაც საფრთხეს წარმოადგენს.
ნანული მჭედლიძემ დახმარებისთვის მრავალჯერ მიმართა გუბერნიას, რაიონის გამგეობასა და თავად პრეზიდენტს დახმარებისთვის, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ცნობილია, რომ მძიმე ყოფითი პირობები, სიცივე და შიმშილი გახდა მისი ერთი შვილის გარდაცვალების მიზეზიც.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: Midnight Riders – (შოთა ადამაშვილი, ირაკლი მეტრეველი), მომღერლები: ლევან მასპინძელაშვილი, ბექა ბაღაშვილი, გიორგი ცერცვაძე, გოგა მესხი, ლაშა თოფურია, ლუკა მეტრეველი, მარიამ გოგიაშვილი, მერაბ ნუცუბიძე, ნიკა ნორიელი, დავით სულთანიშვილი, ბაჩო ზაქაიძე, სალომე ქათამაძე და დები ნაყეურები. დარბაზში იდგება რამდენიმე შესაწირი ყუთი, კონცერტიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ნანული მჭედლურს გადაეცემა.