დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს ეკონომიკისადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ყოველწლიურად იზრდება

მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით გააუმჯობესა.

“ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე ხდება უფრო სტაბილური და გამძლე შოკების მიმართ, ასევე იმას, რომ საქართველოს ეკონომიკისადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ყოველწლიურად იზრდება”,- განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგის თემას 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებლები წარმოადგენდა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 5.5% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები