“მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე – სოფელი”

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია, ეს არის თანაბარი გადანაწილება იმ დოვლათის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა ინკლუზიური ზრდა და ამ  მიმართულებით. რა თქმა უნდა,  მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე სოფელი”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.
ბრიფინგი 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარ მაჩვენებელს შეეხებოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5%-ანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 5.5% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები