ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ გარეჯვარში სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში სანერგე მეურნეობა დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილი ფირმის მფლობელებს და მეურნეობაში დასაქმებულებს გაესაუბრა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა, ტარიელ და დავით რობანიშვილებმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყევტილება მიიღეს და აღნიშნული ინვესტიცია განახორციელეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც 4 მილიონ ლარს აჭარბებს, აგროსექტორის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეურნეობაში დასაქმებული არიან ადგილობრივები, რომლებიც სტაბილურ შემოსავალთან ერთად სამუშაო გამოცდილებასაც იღებენ. მთავრობის მეთაურმა ინვესტიციის ფარგლებში მოწყობილ სასაწყობე მეურნეობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის მოსავლის დაბინავება–რეალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს, ვინაიდან პირდაპირ კავშირშია მოსავლის ხარისხთან და საექსპორტო ღირებულებასთან. მეურნეობაში პირდაპირი ინვესტიციის სახით 2,5 მილიონი დოლარი ჩაიდო. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 30 ადგილობრივი, ხოლო სეზონურად, დასაქმებულთა რიცხვი 100-მდე იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები