ალექსანდრე ჭიკაიძემ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. მინისტრმა კონკურსში გამარჯვებულებს მადლობის სიგელები და „iPad Air” გადასცა.
გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი. საუკეთესო სტატიის ავტორად „გურიანიუსის“ ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე დასახელდა, რომელმაც კონკურსისთვის ნამუშევარი „არა ბიო-ლოგიური სიკვდილი გამოწერით“ წარმოადგინა. საუკეთესო რადიოსიუჟეტის ავტორი რადიო „პალიტრის“ ჟურნალისტი ლელა ბაღდავაძე გახდა. საუკეთესო ტელეგადაცემისთვის, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკების თემაზე მომზადდა, პრიზი ტელეკომპანია „იმედის“ „დღის შოუ“-ს წამყვანებს ნანიკო ხაზარაძეს და სოფო ნარჩემაშვილს გადაეცა. საუკეთესო ტელესიუჟეტის ავტორად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დასახელდა.
სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს მომზადებული სარეკლამო რგოლისთვის. მინისტრმა მადლობის სიგელები ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის ასევე კონკურსის ყველა მონაწილეს გადასცა.
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: მწერალი რატი ამაღლობელი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი საუკეთესო ნამუშევარზე – „არა ბიონარკოტიკს“ 31 მარტს გამოაცხადა. კამპანიის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.

967501_10152146874274779_169610030_n

10331549_10152146874224779_464404214_n

10346676_10152146874269779_609493293_n

10346849_10152146874234779_856186556_n

10357893_10152146874244779_891362708_n

10362386_10152146874264779_675080279_n

10364379_10152146874254779_550888872_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები