პრემიერი: მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით, მივაღწევთ სანუკვარ მიზანს

“წელს, როდესაც ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება, სხვაგვარად, ვერ შევძლებთ იმ დიდი მიზნის მიღწევას, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა.
მანვე პარტნიორებსა და მეგობრებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამეგობრობის, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გვერდში დგომას და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში დახმარებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს, რომელთან თანამშრომლობაც უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს.
წელს, როდესაც ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება. სხვაგვარად, ვერ შევძლებთ იმ დიდი მიზნის მიღწევას, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ჩვენ ყველა ერთად, მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით, მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები