30-მა ექთანმა პროფესიული მომზადების კურსი გაიარა

პენიტენციალური ჯანდაცვის 30-მა ექთანმა პროფესიული მომზადების კურსი წარმატებით დაასრულა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ექთნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ და საქართველოში ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელმა კატერინა ბოლონეზემ სერტიფიკატები იმ ექთნებს გადასცეს, რომლებმაც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით პროფესიული მომზადების ინტენსიური პროგრამა გაიარეს. პროგრამის ფარგლებში მომზადება ამ მომენტისთვის პენიტენციალური ჯანდაცვის სისტემის 60-მა ექთანმა გაიარა, ხოლო 30-მა მათგანმა ჩააბარა გამოცდა და სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს. მათ შეისწავლეს საექთნო საქმის თანამედროვე პრინციპები, პაციენტებთან კომუნიკაცია, ზოგადი საექთნო ჩვევები, კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის წესები, თავდაცვის ტექნიკა, ინფექციის კონტროლის საკითხები, მედიკამენტების სწორად შენახვა და ადმინისტრირება, პაციენტის საბაზისო მოვლა და ძირითადი საექთნო მანიპულაციები. პროფესიული მომზადების პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის “სიმულაციურ ჰოსპიტალში”, მულტიფუნქციური მანეკენებისა და სხვადასხვა სიმულატორის გამოყენებით ჩატარდა. პროგრამას ქართველი და უცხოელი პროფესორები, ექთანთა ასოციაციის წევრები და სპეციალისტები უძღვებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები