იღუმენია ბარბარეს (გეგიძე) ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება

25 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი ხარების დედათა მონასტრის (რუის-ურბნისის ეპარქია) მხატვრული ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, საგამოფენო სივრცე თვითნასწავლი მხატვრის, იღუმენია ბარბარეს (გეგიძე) ფერწერულ ნამუშევრებს დაეთმობა.
ექსპოზიციის კვირეული თბილისში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადგომითა და უშუალო ხელშეწყობით წარიმართება.
გამოფენა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო სახლ-მუზეუმში 25 მაისს, 19 საათზე გაიხსნება.
მისამართი – ფიროსმანის ქ. 29.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები