ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტს, გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება შესთავაზა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს გენერალური შტაბის უფროსის, მოვსეს აკოფიანის თანამდებობიდან გათავისუფლება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია-საშუალებები ავრცელებენ.
„ქვეყნის პრეზიდენტს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება და სხვა პოსტზე გადაყვანა შევთავაზე,“-აღნიშნა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია თავად გენერალური შტაბის უფროსთან. მან სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა, შესაძლოა, დღესვე მოხდეს.