“თუ ვნახავთ, რომ უკრაინაში რეალურად დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთან წნეხი შემცირდება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ ყველანაირი საფრთხე გაუქმდება” – ლუკა ეხვაია

“თუ ვნახავთ, რომ უკრაინაში რეალურად დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთან წნეხი შემცირდება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ ყველანაირი საფრთხე გაუქმდება და რაღაც მშვიდობის სტადიაში შევალთ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას ექსპერტმა, ლუკა ეხვაიამ განაცხადა, რითაც დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას გამოეხმაურა.

„ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, შეიცვლება თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა და დამოკიდებულება რუსეთისადმი.

თუ პრიორიტეტი იქნება ის, რომ რუსეთის გამოფიტვას შეეცდებიან უკრაინაში ფრონტის გახანგრძლივებით, ამ შემთხვევაში ჩვენთან სიტუაცია დაძაბული იქნება, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რეალურად დაიძვრება და დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთან წნეხი შემცირდება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ ყველანაირი საფრთხე გაუქმდება და რაღაც მშვიდობის სტადიაში შევალთ. მცირე სახელმწიფოებისთვის ყოველთვის არის რისკები და საფრთხეები, ეს ყველაფერი არ გაქრება და თვისობრივ გარდატეხას, როგორც ასეთს, არ უნდა ველოდოთ“, – აღნიშნა ლუკა ეხვაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები