12 მაისი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

საეკლესიო სწავლების თანახმად, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ივერიის ქრისტიანობაზე მოქცევა ღვთისმშობელს ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოემგზავრა თავისი ხელთუქმნელი ხატით. წმიდა ანდრია საქართველოში საბერძნეთისა და მცირე აზიის გავლის შემდეგ შემოვიდა. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, “ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“.
წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 12 მაისსა და 13 დეკემბერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები