ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობა – ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით გაიმართება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიც შეუერთდება. ამ ინფორმციას ფეისბუქგვერდი „26 მაისი“ ვარცელებს.

თბილისი

თავისუფლების მოედანი:
წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია

რუსთაველის გამზირი:
ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
1920-იანი წლების თბილისური ბაზარი;
ყვავილების ფესტივალი;
მცენარეების ლაბირინთი;
ისტორიულ-შემეცნებითი საგამოფენო სივრცეები;
ღია კაფეები;
ღია კინოთეატრი;
სხვადასხვა სპორტული აქტივობა;
საბავშვო გასართობი სივრცეები;
კოსტუმირებული თეატრალური წარმოდგენები.

17 საათისა და 10 წუთის (დამოუკიდებლობის გამოცხადება) საზეიმო აღნიშვნა

გალაკონცერტი

რეგიონებში გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება:

მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები;
ისტორიული გამოფენები;
ქართული ღვინის ფესტივალი;
სამეწარმეო ბაზრობები;
1920-იანი წლების ინსცენირება;
თემატური ღია კაფეების გაცოცხლება;
ღია კინოჩვენებები;
საჯარო ლექციები;
შემეცნებითი ვიქტორინები;
კონკურსები;
საბავშვო სპექტაკლები და შოუები;
დამოუკიდებლობის გამოცხადების საზეიმო აღნიშვნა;
დასკვნითი კონცერტები.

სხვადასხვა ქვეყანაში 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება:

მოეწყობა ფოტოგამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.
გაიმართება საქართველოს შესახებ მასშტაბური კონფერენციები ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში.
ქართველი ხელოვანების და შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, აშშ-ში.
საფრანგეთში, ლევილის მამულში დაფუძნდება ლევილის ქართული აკადემია.

26 მაისს ევროპის საბჭოში გაიმართება სახელოვანი ქართველი მეცნიერის მიხეილ მუსხელისადმი (მიშელ მუსხელი 1903-1964) მიძღვნილი ღონისძიება.
მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში გაიხსნება ქართული კუთხეები.
26 მაისს საქართველოს დროშის ფერებით განათდება სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქის ღირშესანიშნაობები, იგეგმება საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა ვილნიუსში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები