შს სამინისტროს ყაზახეთის დელეგაცია ეწვია

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზახეთის დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ და საპატრულო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) მიერ, მიმდინარე გლობალური კონტეინერების კონტროლის პროგრამის (CCP) ფარგლებში იყო ორგანიზებული. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შსს-ს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები არიან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ფოთის პორტში კონტეინტერების ნარკოტიკულ ნივთიერებებზე შემოწმებას ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია კონსულტაციების გამართვა საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამაში (CCP) ჩართული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. კონტეინერების კონტროლის პროგრამაში მონაწილეობის ფარგლებში, საქართველოს გამოცდილების გაზიარებით, აკტაუს საზღვაო პორტში ყაზახეთის რესპუბლიკის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები