ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს

არ ვცნობ თავს დამნაშავედ არცერთ ბრალში, – ამის შესახებ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ბრალდების მხარეს უკვე აქვს მთავარი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნულის საფუძველზე, ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები