კახაბერ ძაძამიამ აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ნუსხა წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსმა, კახაბერ ძაძამიამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ნუსხა წარადგინა:
“მინდა, უპირველესად აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია მომავლი თაობისათვის. აფხაზეთის დღის წლევანდელი ღონისძიებები ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. 17 მაისს გაიხსნა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა”. გუშინ, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, გაიხსნა ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „ჩვენ აქ ერთად ვართ“, რომლისადმი ინტერესი ძალიან მაღალია. აქ წარმოდგენილია მე-19 საუკუნის ბოლოდან დაწყებული მე-20 საუკუნის ჩათვლით ფოტოები. პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „მუჰაჯირობა“ პრემიერა. დღეს 19:00 საათზე „თბილისის ივენთ ჰოლში“ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის და ზვიად ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება საზეიმოდ დაიხურება ხვალ, შ.რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში 19:00 საათზე, სადაც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს”, – განაცხადა კახაბერ ძაძამიამ.
აფხაზეთის დღე -23 მაისი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივით დაარსდა და მეორე წელია, აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ენგურს გაღმა მცხოვრები მოსახლეობაც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები