„თუკი სტრასბურგის სასამართლო ძირფესვიანად გამოიძიებს 2008 წლის მოვლენებს და ჩემნაირ მოწმეებს დაკითხავს, საქართველო პროცესს მოიგებს“

„თუკი სტრასბურგის სასამართლო ძირფესვიანად გამოიძიებს 2008 წლის მოვლენებს და ჩემნაირ მოწმეებს დაკითხავს, საქართველო პროცესს მოიგებს“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.
“2008 წლის მოვლენები სინამდვილეში 2006 წელის 13 ივლისს დაიწყო, როდესაც სააკაშვილი პუტინს შეხვდა და ტერიტორიების გადაცემაზე გაურიგდა. სწორედ ამ შეთანხმებით დაგვესხა მოღალატეობრივად თავს სააკაშვილი კოდორის ხეობაში. 2008 წელი მათი გეგმის ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ მოიყვანეს ქვეყნის პრეზიდენტად რუსეთისა და ამერიკის მიერ შექმნილი პიროვნება. თუკი სტრასბურგის სასამართლო ძირფესვიანად გამოიძიებს 2008 წლის მოვლენებს და ჩემნაირ მოწმეებს დაკითხავს, საქართველო პროცესს მოიგებს, თუ მათ არ სურთ რეალობის გამჟღავნება, მაშინ საქართველო გამტყუნდება. მე ვეთანხმები ჩემი კოლეგის, ადა მარშანიას გუშინდელ განცხადებას, რადგან რეალურად სროლა სწორედ სააკაშვილმა დაიწყო, არსებობს ტალიავინის დასკვნა, მაგრამ თუ დამკითხავენ, მე მათ დავუმტკიცებ, რომ სააკაშვილმა სროლა სწორედ მათი (რუსეთის) დაკვეთით და დავალებით დაიწყო, რადგან ის მათი სპეცსამსახურების თანამშრომელია” – აცხადებს კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები