ემზარ კვიციანი: მარგველაშვილის ინიციატივა დაგვიანებულია

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც რუსეთდან დიალოგის შესაძლებლობას ეხება, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ემზარ კვიციანი, ეხმაურება.
როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მარგველაშვილის ინიციატივა დაგვიანებულია.
“პრეზიდენტის ინიციატივა დიალოგის თაობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მას უფლებამოსილება ეწურება დაგვიანებულად მიმაჩნია.
სწორედ ჩვენი პარტია იყო, რომელმაც პირველმა გაბედა და ეს დიალოგი დაიწყო, ჩვენ მათ მაგალითი მივეცით და სასურველია მოგვბაძონ. 25 წელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემასთან დაკავშირებით შეხვედრები უამრავ ფორმატში გაიმართა და იმართება მოლაპარაკებები, მაგრამ შედეგი კვლავაც ნულოვანია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა მიმართულებით უნდა ვიაროთ და გავმართოთ მოლაპარაკებები, რათა ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ”, – აცხადებს კვიციანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორი ურთიერთობაც ჩამოყალიბდა რუსეთთან, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სწორია. ქართული მხარე მათ რაციონალურ დიალოგს სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, ის ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს არა მისი იმიჯიდან, არამედ რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, დაელაპარაკება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები