ემზარ კვიციანი: ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ემზარ კვიციანი და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე, საქართველოს პარლამენტში, ახალი კანონპროექტით შევიდნენ, რომლის მიხედვითაც ავტორები, არსებული კანონმდებლობის 8 კანონში, ტერმინების, „სექსუალური ორიენტაციის“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღებას ითხოვენ.
“როგორც საქართველოს პატრიარქმა თავის დროზე ბრძანა, ამ ტერმინების დაკანონებით, ჩვენ ვაკანონებთ უკანონობას. არაფერი განსხვავებული არ სჭირთ ამ ადამიანებს, მაგრამ მათ მაინც განსხვავებულ ფორმატში უნდათ ცხოვრება, არის ამაში რაღაც გარედან თავსმოხვეული. არსებული კანონმდებლობა ისედაც იცავს თითოეულ მოქალაქეს. აღნიშნული ინიციატივა 7 მაისს შევიტანეთ პარლამენტში, მაგრამ დღემდე ყველა მედია-საშუალება სდუმს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი თავდასხმისათვის ემზადებიან. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად. მინდა მოგახსენოთ, რომ არამხოლოდ ამ კანონპროექტით შემოვიფარგლებით, აუცილებლად მივმართავთ პარლამენტს ცილისწამების და ლუსტრაციის კანონთა მისაღებად”, – აცხადებს ემზარ კვიციანი „კვირის“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები