შუახევში უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
შუახევში, სოფელ ფურტიოში, უძველესი ეკლესიის ნანგრევებში, თიხის ჯამები, ჯვრები და 10-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, არტერფაქტებს სპეციალისტები დაახლოებით XI-XIII საუკუნეებით ათარიღებენ.
ექსპედიციაში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
პირველადი შეფასებით, ეკლესია, რომელსაც ადგილობრივები აფარებდნენ თავს, ოსმალების შემოსევების შედეგად დაინგრა, სამარხები კი შესაძლოა, სწორედ ადგილობრივების იყოს.