„საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას სჭირდება ბევრად მეტი რესურსი და ყურადღება“

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას სჭირდება ბევრად მეტი რესურსი და ყურადღება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სისტემაში თვისობრივად, ბევრად მეტი თანხა უნდა წავიდეს.
„რადგან არ არსებობს შემეცნებისა და აზროვნების საზღვარი, შესაბამისად, არც მისი დახვეწის ზღვარი არსებობს. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას სჭირდება ბევრად მეტი რესურსი და ყურადღება. მე განათლების ყოფილი მინისტრი ვარ და არ შევალ ამ დეტალების გააზრებაში, ეს შესაბამისი მიმართულების მინისტრების საქმეა. სასკოლო სისტემას ბევრად მეტი დახმარება და ბევრად აქტიური რეფორმები სჭირდება. ზოგადი გადმოსახედიდან, განათლების სისტემაში თვისობრივად ბევრად მეტი თანხები უნდა წავიდეს”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები