ზესტაფონში, აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ გაიმართა

მსოფლიო მასშტაბის აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“ ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც შეუერთდა  და ღია ცის ქვეშ მრავალმხრივი სანახაობით დატვირთული ღონისძიება გამართა. მასში მონაწილეობას ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები, ცალკეული შემსრულებლები და მუზეუმის თანამშრომლები იღებდნენ.

აქციაში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა, აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა. ყველა მნახველისათვის ღია იყო მუზეუმის კარი, რომლის ერთ–ერთ დარბაზში ეროვნული სამოსი და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია იყო გამოფენილი. ასევე შესაძლებელი იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის დათვალიერება.

„უკვე მესამედ, დიდი სიხარულით ვუერთდებით მსოფლიო მასშტაბის ამ წამოწყებას და ვფიქრობ მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს მუზეუმების და ზოგადად, ჩვენი კულტურის პოპულარიზაციაში“,-განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები